კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მარინე იაშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1932, თბილისი — გ. 9 ივლისი, 2012, მოსკოვი, რუსეთი) –
მევიოლინე, საქართველოს სახალხო არტისტი (1967), ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).
1958 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია. იქვე სწავლობდა ასპირანტურაში (პროფ. მ. მოსტრასის კლასი). 1957 წლიდან „მოსკონცერტის“ სოლისტია. 1958 წელს მიიწვიეს მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგად. 1966 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. 1967-1973 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის კამერული ორკესტრის სოლისტი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1975 წელს მიიწვიეს იუგოსლავიის ქ. ნოვი-სადის კონსერვატორიაში სავიოლინო კათედრის კამგედ. მუშაობდა 1979 წლამდე.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments