კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მარლენ ხუციევი (დ. 4 ოქტომბერი, 1925, თბილისი — გ. 19 მარტი, 2019, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) – კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1986). პროფესორი. 1950 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ი. სავჩენკოს სახელოსნო). ხუციევმა ფელიქს მირონერთან ერთად გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქალაქთმშენებლები“, შემდეგ კი — „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, რომელსაც მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „ორი თედორე“ (1958), „მე ოცი წლისა ვარ“ (1964), „ივლისის წვიმა“ (1966), „ბოლოსიტყვაობა“ (1983). 1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი „მაისის თვე იყო“, რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისმა ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე 1965 წელს. 2019 წლის მარტში, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, გარდაიცვალა 94 წლის ასაკში. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე. ფოტო გადაღებულია Петр Устинов-ის მიერ, აღებულია გვერდიდან Прогулки по кладбищу.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments