კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მათე ალექსიშვილი (დ. 20 მაისი, 1910, სოფელი ვეჯინი,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 4 დეკემბერი, 1970, თბილისი) – ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1933 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1939 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრაზე; 1943–1948 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის სექტორის გამგე; 1949–1950 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1946–1970 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე. მუშაობდა ანტიკური ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ ისტორიულ საკითხებზე. იკვლევდა რელიგიის საკითხებსაც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments