კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მაყვალა მრევლიშვილი (დ. 14 თებერვალი, 1909, სიღნაღი — გ. 5 სექტემბერი, 1992, თბილისი) –
საბავშვო პოეტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადახვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი „ლექსები“ 1940 წელს. ქართველმა ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments