მედეა ამირანაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2023) – მომღერალი (ლირიული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სსრკ სახალხო არტისტი (1976). ღირსების ორდენის კავალერი (1997). 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს „ფაუსტი“), რის შემდეგ ამ თეატრის წამყვანი სოლისტია და ასრულებს სოპრანოს მთავარ პარტიებს. 1972 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში, 1982 წლიდან — პროფესორი. 1991-2006 წლებში იყო ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 2023 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნადეჟდა ცომაია (1901-1974) – საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო, საქართველოს სახალხო არტისტი.


