კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მედეა ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 31 მარტი, 1994, იქვე)
კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1939 წელს დაამტავრა თბილისის VIII საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მოახმარა.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში.
1950 წელს როლისთვის კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად განისვენებს მეუღლე – რეზო თაბუკაშვილი (1927-1990) – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, სცენარისტი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments