კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მედეა ძიძიგური (დ. 1942 — გ. 1999)

ქართველი მომღერალი.

მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.

1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979-1985 წლებში – საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან – სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments