კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მელიტონ  ცქიფურიშვილი (დ. 1884, სოფ. სიმონეთი ზესტაფონის რაიონი — გ. 16 ივნისი, 1927, კასპი) — ორთქმავლის მემანქანე. მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. შემდეგ საორთქმავლო დეპოშია და დიდი პატივისცემიტ სარგებლობდა, როგორც გამოცდილი მემანქანე. მან ერთხელ თავიდან აიცილა დიდი ავარია და მრავალი მგზავრი იხსნა დაღუპვისაგან, როცა სხვისი დაუდევრობით მის მიერ მართული შემადგენლობა ეჯახებოდა მძიმეწონიან საბარგო მატარებელს, მან შესძლო სულ რამდენიმე მეტრში შეეჩერებინა ორთქმავალი, რიტაც დაიმსახურა მგზავრტა და ამიერკავკასიის რკინიგზის ხელმძღვანელობის მადლობა. თავისი შრომითი საქმიანობის უკანასკნელ და საბედისწერო დღეს, მას სადგურ კასპში სამუხრუჭე სისტემის შემოწმებისას გაუსკდა ორთქმავლის ქვაბი და იმსხვერპლა იგი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted