მელიტონ ქანთარია (დ. 5 ოქტომბერი, 1920, ჯვარი — გ. 26 დეკემბერი, 1993, მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი, 1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე.
დაიბადა გლეხის ოჯახში იმჟამად სოფელ ჯვარში, სამეგრელო, და კოლმეურნეობაში 1940 წლამდე, როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა 756-ე მსროლელთა ბატალიონში, მე-3 არმიის 150-ე მსროლელთა დივიზია, პირველ ბელორუსულ ფრონტზე. მან სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა საბჭოთა წითელი დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე ბერლინისთვის ბრძოლისას, 1945 წლის 30 აპრილს.
1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს).
მელიტონ ქანთარია 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა ქ. მოსკოვში.
მელიტონ ქანთარია დაკრძალული იქნა ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ეზოში, გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლის გვერდით, 1994 წლის 5 იანვარს.
საფლავის ფოტო გადაღებულია ქალბატონ მაია თოიძის მიერ, რისთვისაც ვუხდით მადლობას. განსაკუთრებული მადლობა ჯვარის პროფესიულ კოლეჯს!

