კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მერაბ ალექსიძე (დ. 8 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი.
1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1958-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში. 1964 წელს მოსკოვში, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1967 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973-1975, 1977-1986 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში. 1987 წელს აირჩიეს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათემატიკის თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments