კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მერაბ ბალარჯიშვილი (1947-2008)
ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, N17 თელავის საარჩევნო ოლქი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1966 წლიდან თელავის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1974-1985წწ. საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი; 1985-1987წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1988 წლიდან გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელის” რედაქტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. სფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ნიკა ბალარჯიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments