მერაბ ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2016, სტამბოლი)
მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1987), საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). 2001 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის“.
2014 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, ბერძენიშვილს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
2015 წელს ქალაქ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს-სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.
გარდაიცვალა 2016 წლის 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში. საფლავის ფოტო აღებულია ქალბატონი ლალი მიქაძის ფეისბუკ გვერდიდან.
