მერაბ ჯორჯაძე (1899-1943) – სამხედრო პირი. თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან გადასახლებაში გაატარა და სიცოცხლის ბოლომდე პარტიზანული წესით ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს. 1922 წელს შეუერთდა პარტიზანულ რაზმს, ერთ ღამეს დასაპატიმრებლად სახლში მიადგნენ, მაგრამ შემთხვევის წყალობით გადარჩა. საფრთხის ასაცილებლად თბილისს გაერიდა და მცირე ხნით დუშეთს შეაფარა თავი. 1924 წელს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებას დუშეთის ციხეში ელოდებოდა. ღამით ციხესაჯანყებულები დაესხნენს და პატიმრები გაათავისუფლეს. წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილმა წევრებმა თურქეთში გააღწიეს. მოგვიანებით კი საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდნენ. 1926 წელს პარიზის განთქმულ სენ–სირის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მას საფრანგეთის სამხედრო ძალებში შესთავაზეს კარიერის გაგრძელება იმ პირობით, თუ საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებდა. მან ეს წინადადება უარყო და უმუშევრად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე სამხედრო განათლება და საკმაოდ ღირებული საველე გამოცდილება ჰქონდა მიღებული, 1920-იანი და 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს იძულებული გახდა, თავის გადარჩენის მიზნით, ნებისმიერი სამუშაო შეესრულებინა. 1935 წელს უცხოურ ლეგიონში შევიდა. იბრძოდა მაროკოში. საბრძოლო დამსახურებისთვის მიღებული აქვს საფრანგეთის ჯილდოები. დაკრძალულია ბრიუსელში, იქსელის სასაფლაოზე.
