მერაბ მამარდაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1930 ― გ. 25 ნოემბერი, 1990) – ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972). დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის “ვოპროსი ფილოსოფიი” მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

