კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მერი ანჯაფარიძე (1904-1980) –
რეჟისორი.
რეჟისორის ასისტენტად იმუშავა ფილმებზე: “დიადი განთიადი”(1938), “გიორგი სააკაძე”(1942–1943). მუშაობდა “მოსფილმში” რეჟისორად. გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: მ. ჭიაურელთან–”ფიცი”(1946), “ბერლინის დაცემა”(1949), “დაუვიწყარი 1919 წელი”(1952). ვ. სტროევასთან–”ბორის გოდუნოვი”(1955), ს. იუტკევიჩთან–”ალბანეთის დიდი მეომარი სკანდერბეგი”(1953). გ. როშალთან–ა. ტოლსტოის რომანის “გზანი წამებისანი”, “დები”(1957), “თვრამეტი წელი”(1958), “მოღუშული დილა”(1959). დამოუკიდებლად გადაიღო მხატვრული ფილმები: “ანიუტა”(ა. ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით), “გზაზე” და სხვ. მასვე ეკუთვნის სატირულ–იუმორისტული კინოჟურნალის “ფიტილის” რამდენიმე სიუჟეტის დადგმა. კინორეჟისორი.
დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments