კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯუმბერ მეძმარიაშვილი (დ. 16 აპრილი, 1929, გორი — გ. 29 აგვისტო, 1961, ტიან-შანი, მწვერვალი „პობედა“) –

მთამსვლელი, სპორტის ოსტატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და დაიწყო ჟურნალისტობა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიტაცა კრივმა, იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ალპინიზმით 1950 წელს დაინტერესდა და სულ მალე გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია: 1955 წელს სტალინის პიკის დაპყრობისათვის, 1960 წელს პიმირის, ზულუმარტისა და იმიერალის ქედების ტრავერსისათვის, სამჯერ ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო 1955 წელს პამირის ერთი მწვერვალისა და 1956 წელს მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ორჯერ ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. იქვე დაკრძალულია დავით  მეძმარიაშვილი (დ. 27 მარტი, 1956, თბილისი — გ. 30 აგვისტო, 1980, ცენტრალური პამირი) – მთამსვლელი და ქართველი ალპინისტი – თეიმურაზ კუხიანიძე (დ. 8 ივლისი, 1934, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 1961, ტიან-შანი, მწვერვალი „პობედა“).

       

 

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments