მინადორა ხოშტარია (1881-1924) – აკაკი ხოშტარიას მეუღლე. ქალბატონი მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების მიერ. მინადორა თურქია-ხოშტარიას საფლავზე აგებული სამლოცველო და აკლდამა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დაკრძალულია თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. აკლდამა ახლაც არსებობს და მისი მონახულება ტურისტულ მარშრუტებში შედის.

