მინდია მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1982)
მწერალი და ჟურნალისტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, ხოლო 1978 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი.
ლიტერატურული საქმიანობა სამოციანი წლებიდან დაიწყო, როცა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. მკითხველმა მოწონებით მიიღო მისი პროზაული კრებულები „აღმართი“, „ორთაბრძოლა“, „წარსული ზაფხული“, „ნადირობა პრერიებში“ და სხვა.
მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტულ თემატიკას. ამ მხრივ აღსანიშნავია კრებული „ლეგენდის დაბადება“. მხატვრული ნარკვევები მიუძღვნა ცნობილ სორტსმენებს მანუჩარ მაჩაიძეს, ოთარ გაბელიას, რამაზ შენგელიას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

