კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მინდია სალუქვაძე (დ. 3 მაისი, 1933, თბილისი, — გ. დეკემბერი, 2018) — ფიზიკოსი, აკადემიკოსი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1955–1957 წლებში იყო თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, 1957-1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა მართვის სისტემების ინსტიტუტში, აქედან 1971 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 1981 წლიდან დირექტორად, ხოლო შემდეგ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ. 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. სამეცნიერო ლიტერატურაში შესულია ტერმინები „სალუქვაძის მეთოდი“, „სალუქვაძის ამოხსნა“, „სალუქვაძის პრინციპი“, „სალუქვაძის ოპტიმუმი“. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ქვედა პანთეონში, ამაღლების ეკლესიასთან. საფლავის ფოტომოგვაწოდა ქალბატონმა ნინო დვალიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments