კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მუსხელიშვილი, საფრანგეთში ცნობილი, როგორც მიშელ მუსხელი (ფრანგ. Michel Mouskhély; დ. 8 ივლისი, 1903, თბილისი, — გ. 11 ივლისი, 1964, ვალე-დ’აოსტა, იტალია). ქართული წარმოშობის ფრანგი პოლიტიკოსი, მეცნიერი და იურისტი. მიხელ მუსხელიშვილი მამამ 1918 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გააგზავნა. ახალგაზრდა მუსხელიშვილმა განათლება გიოტინგენის, მიუნხენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. მუსხელიშვილი ემიგრაციაში წავიდა დასავლეთ ევროპაში საქართველოში წითელი არმიის შეჭრის შემვეგ, 1921 წელს. მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1931 წელს მიენიჭა და პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის პროფესორად მუშაობდა. 1940–1945 წლებში მიშელ მუსხელი ეგვიპტეში ცხოვრობდა და ლექციებს კაიროს ფუადის უნივერსიტეტში კითხულობდა. 1948 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი იყო. 1959 წელს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევითი ცენტრი დააარსა და ამ ცენტრს ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე. 1953–1964 წლებში მიწვეული პროფესორის სტატუსით აშშ–ის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობდა. მას გერმანიაში, შვეიცარიასა და სკანდინავიის ქვეყნებშიც იწვევდნენ.მიშელ მუსხელი, რომელიც ამავე დროს ალპინიზმით იყო გატაცებული, 1964 წლის 11 ივლისს ვალე-დ’აოსტში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მუსხელი ფედერალისტური კვლევების საუნივერსიტეტო კოლეჯის სტუდენტების ექსპედიციას გაჰყვა მთაში, სადაც ფეხის დაცურების გამო რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმის ხევში გადაიჩეხა.დაკრძალულია სტრასბურგში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments