კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიქელ პატარიძე (დ. 5 აპრილი, 1895, ქუთაისი — გ. 7 ივლისი, 1959, ბაღდათი)
პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე.
1912 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ისეთი სპორტული ტერმინების შექმნას როგორებიცაა: ორძელი, ტაიჭი, ბადრო, თხილამური, წერაყინი, განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, აღმატრიალა და სხვანი.
პატალელურად მ. პატარიძე ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. მართალია,
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მ. პატარიძის დამსახურება ვ. მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია. ასევე დიდი ღვაწლი დასდო პოეტის სახლ-მუზეუმს ბაღდათში სადაც იგი 17 წელი მუშაობდა და აქედან ბოლო 15 წელი დირექტორი იყო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments