მირიან თოფჩიშვილი (1935-2023)
გეოლოგი, პალეონთოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს.
1958 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფროსი ლაბორანტი; 1959-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1967წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1995წწ. იურული ნალექების სტრატიგრაფიის, პალეონტოლოგიის, პალეობიოგეოგრაფიის სექტორის გამგე; 1995-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი; 2007 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 90 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
