კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991) – ფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად. მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1954-69) და „ლოკომოტივში“ (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 1959 წლის 6 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიასთან 3-1 მოგებულ მატჩში. ამ მატჩში მესხი გოლით გამოირჩა. ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა 1966 წლის 20 აპრილს შვეიცარიასთან ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments