კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) (1894-1982)
მანგლელი მიტროპოლიტი
გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები 1913 წელს, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერიცვალების მონასტერში.
1910-1914წწ. მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად; 1914 წელს მედავითნედ გაიგზავნა სოფელ გრემისხევში; 1914-1917წწ. იყო სამხერდო სამსახურში; 1918 წელს ხელდასმულ იქნა მთავარ დიაკვნად სოფელ ატოცში; 1924-1949წწ. იყო საერო სამსახურში; 1952-1954წწ. ღვთის მსახურებას ეწეოდა სოფელ ალვანსა და ფშავში; 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური, სადაც აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში;1974 წლის 13 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის ლოცვა კურთხევით ხელდასხმულ იქნა მანგლისის ეპისკოპოსად; 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ებოძა მიტროპოლიტის პატივი; 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად; სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი, მიტროპოლიტი.
დაკრძალულია სიონის ტაძრის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

1 Comment
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
მარიამ
მარიამ
10 months ago

დიდუბის ეკლესიაშია დაკრძალული