კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ალავიძე (1916-1996) – მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს და ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს. 1938 წელს დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში ასისტენტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად; 1956 წელს დოცენტისა და პროფესორის თანამდებობებზე. კითხულობდა ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და დიალექტოლოგიის კურსებს ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1985–1990წწ. მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგედ. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments