მიხეილ გელოვანი (დ. 6 იანვარი, 1893, სპათაგორი — გ. 21 დეკემბერი, 1956) – მსახიობი, რეჟისორი. ცნობილი იყო სტალინის როლების შესრულებით. განათლება პეტერბურგში მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო კულტურულ ცხოვრებაში. 1912 წელს იყო ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1913–1914 და 1916 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1918–1920 წლებში სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში; 1921–1922 წლებში და 1936–1939 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948 წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი. 1931 წელს გადაიღო ფილმი ნამდვილი კავკასიელი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

