კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ გურგენიძე (1928-2001) – საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი, ინჟინერი, გამომგონებელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს. სამუშაოდ გააგზავნეს ქ. ლენინგრადში ელექტრომანქანათმშენებლობის გაერთიანება – “ელექტროსილაში”, ამავე პერიოდში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ელექტროტექნიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე; უშუალო მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული მაგისტრალური ელმავლების მშენებლობაში, გამოცდასა და სერიულ ათვისებაში; მისი თაოსნობით და ხელმძღვანელობით ქარხანაში შეიქმნა უნიკალური საგამოცდო ცენტრი ძრავებისათვის, რომელსაც დღესაც ანალოგი არ გააჩნია; 1963 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის დოცენტად; 1971 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა რკინიგზის ტრანსპორტზე ავტომატიკისა და კავშირგაბმულობის კათედრა, რომელსაც 1983 წლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა; 1983-1992წწ. იგი იყო სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი; შემდგომში იგი მოღვაწეობდა გამომცემლობა “ტექნიკური უნივერსიტეტის” დირექტორად; სხვებთან ერთად პირველად შექმნა ქართულ ენაზე სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და კავშირგაბმულობის ტერმინოლოგია; მისი გამოგონებები ექსპონირებული იყო ესპანეთში, რუსეთში, ბულგარეთში, იგი არაერთგზის მონაწილეობდა სხვადასხვა სიმპოზიუმებსა და ფორუმებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments