კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ კანკავა (1900-1977) – ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1952), პროფესორი(1953). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1924 წელს. 1920-1935წწ. მუშაობდა მასწავლებლად; 1940-1944წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1940-1944წწ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1944-1952წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგე; 1958-1970წწ. თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი; 1956-1960წწ. პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის სექტორის გამგე. მ. კანკავამ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ სკოლებში რუსული ენის სწავლების გაუმჯობესების საქმეში, შეადგინა სახელმძღვანელოები ქართული საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, მოკლე რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments