მიხეილ კიკნაძე (1905-1973)
საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი.
დაიბადა ხარაგაულში. დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი. მოღვაწეობდა სამეთაურო თანამდებობებზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებში. მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი პოლკი მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. 1943 წელს დაინიშნა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის გვარდიული დივიზიის მეთაურად.
დაკრძალულია მოსკოვში. ვედენსკოეს სასაფლაოზე.
