მიხეილ კობეშავიძე (1910-1997) – ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1930 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული კოლექტივი ქუთაისის სარეწაო კოოპერაციის კლუბში და კონცერტებს მართავდა ახლადშექმნილ კოლმეურნეობებში. 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძერჟინსკის სახ. კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აგიტმხტვრული ბრიგადები მისი ხელმძღვანელობით სისტემატიურად გამოდიოდნენ სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში, მართავდნენ ფასიან კონცერტებს და მთელ შემოსავალს თავდაცვის ფონდში რიცხავდნენ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში. მასთან ერთად დაკრძალულია ჰამლეტ კობეშავიძე (1935-2020) – მოცეკვავე, პედაგოგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

