კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მაჩაბელი (დ. 1858, თბილისი — გ. 1927, თბილისი) – აგრონომი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში და ჩაირიცხა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად მოღვაწეობს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებებში. იგი სისტემატურად აკეთებდა მოხსენებებს, აწყობდა ექსპედიციებს. გამოიკვლია, თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ცხოვრების პირობები, აღწერა აქაური მოსახლეობის მიწათსარგებლობის წესი. ნაშრომს თან ერთვის სათანადო მეცნიერული, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული აპარატი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის ღიებულებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments