კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მგალობლიშვილი (მგალობელი) (დ. 1887, ქუთაისი — გ. 1931, თბილისი) – ექიმი, პროფესორი (1930). 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და უმაღლესი სამედიცინო განათლების მისაღებად ვენაში გაემგზავრა. დიდად განსწავლული სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ერობის ექიმად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მოღვაწეობს. 1919 წელს განაგებს რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებას, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის გინეკოლოგიური კლინიკის მთავარი ასისტენტია. 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო ერთი წლის შემდეგ მიავლინეს გერმანიასა და საფრანგეთში მკურნალობის ახალი მეთოდების შესასწავლად. უცხოეთიდან დაბრუნებული ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და პარალელურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments