კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მიქელაძე (დ. 22 ოქტომბერი, 1899, სოფ. ქილდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ივლისი, 1975, თბილისი) –  გენერალ-მაიორი (1942). 1915 წელს გაიწვიეს მეფის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918; მოსკოვის გრენადერთა მე-8 პოლკის პრაპორშჩიკი, შემდეგ პოდპორუჩიკი). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, 1921 წლიდან — წითელ არმიაში. 1936 წელს დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, დაინიშნა მე-2 კავკასიის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. 1937 წლიდან მე-2 (შემდგომ 63-ე) ქართული მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1938 წელს დაინიშნა 29-ე მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. მეორე მსოფლი ომის (1941-1945) დროს იყო 195-ე მსროლელი დივიზიის მეთაური, მე-20 გვარდიული მსროლელი კორპუსის მეთაურის მოადგილე; მე-7, შემდეგ მე-10 გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიების მეთაური. 1944 წლიდან მეთაურობდა მე-13 მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა ბრიანსკთან, მოსკოვთან, ბელგოროდთან, ხარკოვთან, ვორონეჟთან ბრძოლებში. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის გამგედ. 1956 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments