მიხეილ ქორქია (1948-2004) – კალათბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი (მიუნხენი – 1972). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს. თბილისის “დინამოსა” და სსრკ ნაკრების წევრი; 1998 წლიდან ქუთაისის “ტორპედოს” საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე და პრეზიდენტი; თამაშობდა შემტევი მცველის პოზიციაზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
