კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ქურდაძე (1937-1993) – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ქ. რუსთავის პროკურორი (1987-1990), ქ. თბილისის პროკურორი (1990-1993). 1993 წლის 10 მარტს კოსტავას ქუჩაზე, საკუთარი სახლის წინ, სიცოცხლეს გამოასალმეს თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე. მანქანიდან გადმოსულ პროკურორს სადარბაზოს შესასვლელთან უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და სახეში სამი სასიკვდილო ტყვია ესროლა. სადარბაზოს შესასვლელთან წაქცეულ, სასიკვდილოდ დაჭრილ მიხეილ ქურდაძეს მკვლელმა სამი საკონტროლო ტყვია დაახალა: ერთი – თავში, ორი – გულში. დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments