კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ქურდიანი (დ. 1 იანვარი, 1954, თბილისი – გ. 31 ოქტომბერი, 2010, თბილისი)
ფილოლოგი (ლიტერატორი, ენათმეცნიერი), მწერალი, მთარგმნელი, პოეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.
1976 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი, მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით.
1977-1978 წლებში იყო ინგლისურენოვანი მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურის მეცნიერ-რედაქტორი (საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია). 1978-1991 წლებში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტეს ქართული ენის კათედრისა და საზ. პროფესიათა ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორების ლექტორი. 1978-1979 წლებში საქართველოს სახელმწიფო გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-1984 წლებში მუშაობადა გამომცემლობა “მერანის” რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად. 1984 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1984-1986 წწ. უფროსი ლაბორანტი; 1986-1988 წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1995 წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1998 წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრობელი; 1998 წლიდან წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი).
მიხეილ ქურდიანი იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი (1987), ხოლო 1991 წლიდან საპატიო წევრი; 1987 წლიდან – სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების წევრი, ხოლო 2003 წლიდან საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების წევრი (დამფუძნებელი), 1990-1994 საზოგადოების პრეზიდენტი, ხოლო 1999 წლიდან საპატიო პრეზიდენტი.
დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments