კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ რჩეულიშვილი (1907-1994)
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1956), პროფესორი(1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს.
1927 წლიდან მუშაობას იწყებს პროფ. ი. ჯანდიერთან, ახლად დაარსებულ საქართველოს მიწსახკომის ცენტრალურ ზოოტექნიკურ საცდელ სადგურში; 1929 წელს იგზავნება ქ. ლენინგრადში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებულ ზოოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც სწავლობს კრანეოლოგიური და ოსტეოლოგიური კვლევის მეთოდებს, შემდგომ ქ. მოსკოვში ექსპერიმენტალური ბიოლოგიის ინსტიტუტში და ცენტრალურ გენეტიკურ სადგურში ეუფლება ზოგადი გენეტიკის და ცხვრის გენეტიკის კვლევის მეთოდებს; 1932-1940წწ. შეთავსებით მუშობს მეცხვარეობის ზონალურ საცდელ სადგურში ცხვრის გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელად და მატყლის მცოდნეობის ლაბორატორიის გამგედ, მასვე ევალება სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულება; 1940 წლიდან მუშობს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ზოოლოგიის სექტორში და შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად და მისივე ინიციატივით შექმნილ ცხოველთა წარმოშობისა და ევოლუციის ლაბორატორიის გამგედ; 1958 წლიდან საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში; 1959-1975წწ. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა გენეტიკის განყოფილება.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments