მიხეილ საბაშვილი (დ. 7 აგვისტო 1900, ბათუმი — გ. 9 ივლისი 1979, თბილისი)
ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955).
1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1930—1942 წლებში სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი იყო; 1936 წლიდან სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის, ხოლო შემდეგ კათედრის გამგე და პროფესორი; 1945—1958 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი; 1963—1976 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

