მიხეილ ხერგიანი (დ. 25 მარტი, 1932, დაბა მესტია — გ. 4 ივლისი, 1969) – ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის მთამსვლელთა შორის; მისი მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. დაიღუპა იტალიაში მწვერვალ სუ-ალტოს (დოლომიტები) დალაშქვრისას. დაკრძალულია მესტიაში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში. საფლავის სურათი მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გაზრდელიანმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

