მიხეილ ყვარელაშვილი (დ. 18 მარტი/31 მარტი, 1906, ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 28 მაისი, 1984, თბილისი)
მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი (ლირიული ტენორი).
დაამთავრა ვქნო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს.
1932–1959წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ლამაზი ტემბრის ხმის(ლირიული ტენორი), შესანიშნავი სცენური მონაცემების მეოხებით შექმნა დასამახსოვრებელი სახეები ქართულ და უცხოურ ოპერებში; ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას; 1937 წელს მას წარმატება მოუტანა მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე გამოსვლამ, აქ წარმოდგენილ სამ ოპერაში მიიღო მონაწილეობა(ზ. ფალიაშვილის “დაისი”, ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე”, მ. ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”); 1957 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

