კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მოსე ჯანაშვილი (დ. ძველი სტილით [19 მარტი], ახალი სტილით [31 მარტი] 1855, სოფელი კახი, საინგილო, აზერბაიჯანი — გ. 19 აპრილი 1934, თბილისი) – ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1875-1920 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას. 1920 წლიდან მოღვაწეობდა უმაღლეს სასწავლებელში. იყო შრომის გმირი (1927), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი (1930). დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments