მოსე შანიძე (1887-1951)
იურისტი, აკაკი შანიძის ძმა
ოქროს მედალზე დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და რუსული ენები. ივანე ჯავახიშვილის თხოვნით, ის ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, საიდანაც როგორც კათედრის მომავალი გამგე, 1920 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში მიავლინეს. იქ ეუფლებოდა იურიდიულ მეცნიერებასა და სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის მეთოდებს. იქვე დაასრულა ფრაიბურგის ქიმიის ინსტიტუტი. როცა საქართველოს რუსულმა უბედურებამ გადაუარა, მოსემ გიორგი უილტონად გადაიკეთა გვარი, ცხოვრობდა ამერიკაში.
დაკრძალულია აშშ-ში.
საფლავი აღმოაჩინა აშშ-ში მცხოვრებმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მანუჩარ კაჭახიძემ.
