მერაბ (მურად) ხინიკაძე (1912-1988) – საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ხელმძღვანელი ს. ახმეტელი) 1935 წელს. 1935-1937 წწ. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. თამაშობდა გმირულ, დრამატულ, აგრეთვე კომედიურ როლებს.1958-1962 წწ. და 1974-1978 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მუშაობდა ბათუმის დრამატულ თეატრში, გადაღებულია სხვადასხვა მხატვრულ ფილმებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.
