კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მედეა (მზია) ჯუღელი (დ. 1 აგვისტო, 1925, ქუთაისი – გ. 8 იანვარი, 2016)
ქართველი სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, სსრკ სპორტის ოსტატი (1946), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტს დამსახურებული მოღვაწე (1979). სკკპ წევრი 1962-იდან.
1959 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ ნაკრები გუნდის წევრი (1947-1954), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1946, 1947, 1952-1955 – ბჯენით ხტომაში, 1953 – რგოლებზე), მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშების (1951), XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ჩემპიონი (გუნდურში). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი, მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლებით. 1992 წლიდან იყო საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედე­რაციის ვიცეპრეზიდენტი. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments