ვახტანგ ნადირაძე – ვრონსკი (1905-1988)
ქორეოგრაფი. სსრკ სახალხო არტისტი.
დაიბადა თბილისში, 1919–1923 წწ. სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული მ. ი. პერინის საბალეტო სკოლაში; 1923-1925 წწ. იყო როსტოვის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი; ამავე პერიოდში მოღვაწეობდა, აგრეთვე, ტაშკენტში; 1926-1932 და 1937-1940 წწ. ცეკვავდა ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში.
1954 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა კიევში. 1954-1969 წწ. იგი კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო.
გარდაიცვალა 1988 წლის 27 თებერვალს, კიევში. დაკრძალულია იქვე, ბაიკოვოს სასაფლაოზე.
