ნანა ცინცაძე (1947-2021) – მხატვარი-გრაფიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1971 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო 1974 წელს. 1972-2005წწ. იყო თბილისის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს თანამშრომელი და გრაფიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის დეპარტამენტის ოფორტის სახელოსნოს დროებითი ხელმძღვანელი. 1972 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

