კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნანა ხაზარაძე (1931-2019) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1957-1959წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების ლაბორანტი; 1959-1975 წწ. განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1986 წწ. განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1986-1990 წწ. განყოფილების წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1990-2005 წწ. ინსტიტუტის ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1990–2006 წწ. ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2005-2006 წწ. ამავე განყოფილების გამგე; 2009-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1990-2019 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში. მასთან ერთად დაკრძალულია ვახტანგ ფიფია (1929-1990) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; 1967 წლიდან პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1970 წლიდან განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის კათედრას. იკვლევდა გულმკერდის ღრუს ქირურგიის საკითხებს; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments