ნარგიზა მგელაძე (1937-2002)
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1960 წელს.
1961 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში: განვლო გზა კორესპონდენტიდან რედაქტორის მოადგილემდე; 1982 წლიდან გაზეთ “თბილისის” რედაქტორის მოადგილე; 1989-1991წწ. – რედაქტორი; 1991 წლიდან ჟურნალ “საქართველოს ქალის” მთავარი რედაქტორი; რამდენიმე წიგნის, პუბლიცისტური წერილებისა და ნარკვევების, მოთხრობების, ფილმის სცენარის ავტორი; მისი ნაწარმოებები ითარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ლატვიურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

