კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნათელა ჩელებაძე (1933-2021) –
ყველაზე ახალგაზრდა შრომის გმირი სსრკ-ს მასშტაბით. ბობოყვათის ჩაის ფაბრიკის დირექტორი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1947 წელს, მეშვიდე კლასის მოსწავლე, საზაფხულო არდადეგებზე, მუშაობდა კვირიკეს კოლმეურნეობაში, მასზე გაპიროვნებული იყო ნახევარი ჰექტარი ჩაის პლანტაცია, სადაც მოკრიფა 6500 კგ. ჩაის მწვანე ფოთოლი. 1949 წლის 22 აგვისტოს მიენიჭა “საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. 1980 წლიდან მუშაობდა ბობოყვათის ჩაის ფაბრიკის გამგედ.
დაკრძალულია ქობულეთში, ფიჭვნარის სასაფლაოზე.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments