კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნათელა იანქოშვილი (1918-2008)
მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს.
1960–1982წწ. თბილისში მოეწყო მისი ნამუშევრების 8 პერსონალური გამოფენა; ძირითადი ნამუშევრებია: პორტრეტები – “ნინო ჭავჭავაძე”(1958, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), “მამის პორტრეტები”(1959, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), “ნუკრია”(1958, მხატვრის კუთვნილება), “ირმა ჩოფიკაშვილი”(1960, მხატვრის კუთვნილება), “ანა კალანდაძე”(1961, მხატვრის კუთვნილება), “მუხრან მაჭავარიანი”(1969, მხატვრის კუთვნილება), “მედეა ჯაფარიძე”(1976, მხატვრის კუთვნილება), “ნიკოლოზ ბარათაშვილი”(1978, მხატვრის კუთვნილება), “მიხეილ თუმანიშვილი”(1978, მხატვრის კუთვნილება); პეიზაჟები – “მცხეთის ჯვარი”(1967), “კახეთი”(1974), “შატილის კუთხე”(1980); დაზგური გრაფიკა – “მეფე თამარი”(1960), “მთვარიანი ღამე”(1945); ავტორია სერიებისა: “სვანეთი’, “მექსიკა”, “კუბა”; დასურათებული აქვს “ვეფხისტყაოსანი”(1964–1966, 18 ილუსტრაცია); გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. თბილისში არსებობს “ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის მუზეუმი”.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments